საქმიანობა

შპს ვესტნათი დაფუძნდა 2006 წლის მაისში. კომპანიის ძირითად საქმიანობას ქართული თხილის გადამუშავება და ექსპორტი წარმოადგენს. 2010 წლიდან კომპანია ფლობს თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ქ. ზუგდიდში. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე საწარმოო დანადგარებით და ჰყავს გამოცდილი და უნარიანი ტექნიკური/ადმინისტრაციული პერსონალი.

საწარმოში დასაქმებულია ქ. ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონოს სოფლებში მცხოვრები, 100-მდე ადამიანი. აქედან 90-მდე ადამიანი დასაქმებულია სეზონურად (აგვისტოდან აპრილის ჩათვლით), ხოლო 10 - მუდმივად. დასაქმებულთა 85% ქალია, ხოლო დანარჩენი 15% - მამაკაცი. კომპანია ნედლეულით მარაგდება 2000-მდე ფერმერის მიერ სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში და კახეთში წარმოებული ნედლეულით.

შპს ვესტნათის მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი ბაზარი ევროპაშია.